"არ არის საჭირო შეხლა-შემოხლა და პროვოკაციები" - ქართველი და რუსი მორაგბეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
17 მარტს, მატჩის მიმდინარეობისას ქართველ და რუს მორაგბეებს შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პირველი ტაიმის მიწურულს, საქართველოს ნაკრების საჯარიმო ლელოს შემდეგ მორაგბეები ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, თუმცა ინციდენტი მალევე აღმოიფხვრა.