რუსული "მკვლელი ტელეშოუს" მორიგი მსხვერპლი - ქვეყნდება 38 წლის მომღერლის უკანასკნელი სატელევიზიო გამოსვლა
38 წლის მომღერალ იულია ნაჩალოვას 16 მარტს გული გაუჩერდა. გარდაცვალებმმადე ის რამდენიმე დღე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მომღერალს მე-2 ტიპის დიაბეტი ჰქონდა და შაქრის დონე მკვეთრად დაეცა, თუმცა ამას თან ერთვოდა პოდაგრა ფეხზე, რომლითაც ბოლო 8 წელი იტანჯებოდა. ეს ყველაფერი კი 2007 წელს, მკერდის პლასტიკური ოპერაციიდან დაიწყო, როცა მას ინფექცია განუვითარდა და სისხლი მოეწამლა.
იულია ნაჩალოვა სატელევიზიო შოუს, "უკანასკნელი გმირის" მონაწილე იყო და შოუს სხვა მონაწილეებთან ერთად, კარიბის ზღვაში, კუნძულზე ცხოვრობდა. Gazeta.ru წერს, რომ გადაღებების დაწყებამდე ადგილობრივი მოსახლეობა აფრთხილებდა ორგანიზატორებს, რომ ადრე ტერიტორია მაიას ტომს ეკუთვნოდა. მათი თქმით, კუნძულზე გადაღებები და კოსტიუმირებული თამაშები სულებს განარისხებდა. ფაქტია, რომ ნაჩალოვა ამ შოუს მეცხრე მონაწილეა, რომელიც გარდაიცვალა. შოუში მასთან ერთად მონაწილეობდა რეპერი დეცლი და ჟანა ფრისკე.