loader

"უსახლკარო ქალს", რომლის ისტორიამ სოციალური ქსელი მოიცვა, თბილისში ორი ბინა აღმოაჩნდა, რას ამბობს ლალა ცინდელიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უსახლკარო ქალს", რომლის ისტორიამ სოციალური ქსელი მოიცვა, თბილისში ორი ბინა აღმოაჩნდა, რას ამბობს ლალა ცინდელიანი

მრავალშვილიანი დედის, ლალა ცინდელიანის მონათხრობმა გულგრილი არავინ დატოვა. დევნილი ქალი ჰყვებოდა, რომ შვიდი შვილით პოლიციის მიტოვებულ შენობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობს, თუმცა სატელევიზიო არქივში ასევე ინახება გასულ წელს გადაღებული კადრები, რითიც ირკვევა, რომ ზუსტად ერთი წლის წინ დევნილთა სამინისტრომ მოქალაქე ლალა ცინდელიანს ერთდროულად ორი სახლის გასაღები გადასცა. სამოთახიანი და ერთოთახიანი ბინები მას ვაზიანის დასახლებაში მისცეს, რის გამოც ლალა ცინდელიანმა შესაბამის უწყებას მადლობა ასევე ემოციურად გადაუხადა.

"პრაიმტაიმი" ლალა ცინდელიანს დაუკავშირდა და ჰკითხა - რატომ ცხოვრობს შვიდ შვილთან ერთად კვლავ პოლიციის მიტოვებულ შენობაში?

"იმ სამოთახიან ბინაში იმიტომ არ ვცხოვრობ, რომ პირობები არ არის, სასმელი წყალი არ ვარგა, კანალიზაცია მოშლილია. აქ გაცილებით უკეთესი პირობები მაქვს. ჩემი ხელით გავაკეთე კანალიზაცია. იქ, რომ გადავიდე, ბავშვებს სასმელი წყალი უნდა ვუყიდო. მაგის ფული არ არის. რაც შეეხება მეორე ბინას, რომელიც გადმომცეს, ის ერთოთახიანი ჩემი ქალიშვილის არის. მე ამდენი ბავშვით იმ ერთ ოთახში ვერ დავეტევი. ბინა რომ გადმომცეს, იმ გადაცემაშიც ვთქვი, მაგრამ ეგ ნაწილი ამოჭრეს. მე დასამალი არაფერი მაქვს. დახმარების ნაცვლად მაგ გადაცემით გამოვიდა, რომ პირიქით, ხალხის მხრიდან აქეთ გავილანძღე", - ამბობს "პრაიმტაიმთან" საუბრისას ლალა ცინდელიანი.

ასევე იხილეთ: სკანდალი "პროფილში" - რას ჰყვებოდა "უსახლკარო" ქალი, რომელსაც სინამდვილეში 2 ბინა აღმოაჩნდა