რა მიზეზით დაიხურა მოსკოვში ლეგენდარული ქართული რესტორანი "არაგვი"
მოსკოვში ლეგენდარული ქართული რესტორანი "არაგვი" დაიხურა. ამის შესახებ რესტორნის ერთ-ერთი შეფ-მზარეული სოციალურ ქსელში წერს. კომპანია "ტაშირში", რომელიც რესტორნის მმართველი კომპანიაა, განაცხადეს, რომ ამ მომენტისთვის პროექტის შეჩერებაზე გადაწყვეტილება მიღებულია. ოფიციალურ მიზეზად მმართველი კომპანია ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს.
კომპანიაში ამბობენ, რომ "არაგვი" წაგებაზე მუშაობდა. არაოფიციალური ინფორმაციით კი, რესტორნის დახურვის მიზეზი რუსეთში სომეხთა კავშირის თავმჯდომარესა და "ტაშირის" მფლობელს შორის არსებული კონფლიქტი გახდა. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია რესტორნის ინტერიერის ნაწილი.
რესტორანი, რომელიც რუსეთის დედაქალაქში, ტვერის ქუჩაზე მდებარეობს, 1930-იან წლებში გაიხსნა.