ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელია სენაკში იოანე ნათლისმცემელის ტაძარში დაასვენეს
ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილ 28 წლის ირაკლი კვარაცხელიას სენაკში დღეს დაკრძალავენ. ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონში, ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე 12 მარტს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. წინა დღეს ის დააკავეს. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. თუმცა, გარდაცვლილის ნათესავებს გავრცელებული ვერსიის არ სჯერათ. ისინი არც კვარაცხელიას ავადმყოფობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ.ნათესავების ცნობით, ცხედარს წამების კვალი აღენიშნება. კერძოდ, მათი თქმით, კვარაცხელიას სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვს, მათ შორის თავის და ზურგის არეში. თუმცა, ექსპერტების თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელია, ეს დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ არა.
ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ აფხაზეთში სეზონური სამუშაოებისთვის გადადიოდა.
ახლობლების ინფორმაციით, ირაკლი კვარაცხელია ოკუპირებულ აფხაზეთში სეზონური სამუშაოებისთვის გადადიოდა.