სოფელ ხურვალეთში დღეს სიმშვიდეა
ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთში სიმშვიდეა. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ადმინისტრაციულ საზღვართან ე.წ. მესაზღვრეების სიმრავლე და აქტიური გადაადგილება არ შეინიშნება.
ვითარების დაძაბვა ხურვალეთში მდებარე მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელის, ლუდა სალიას მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას და შეიარაღებული ნიღბიანი პირების ფოტოს მოჰყვა. სალია წერდა, რომ ხურვალეთში, მოსახლეების ეზოებში რუსი ოკუპანტები იდგნენ. სოფლის მოსახლეობის განცხადებით, სოციალურ ქსელ "ფეისბუქით" გავრცელებული ფოტოსურათი სოფელ ხურვალეთის მოსაზღვრედ მდებარე ოსურ სოფელ ძუკაანთკარში იყო გადაღებული.