გომბორზე საშინელ ავარიას "საქართველოს ბანკის" ყოფილი კრეატიული დირექტორი ნიკა გუჯეჯიანი ემსხვერპლა
გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა შუამთის ტყესთან მოხდა. საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს "ჯიპის" მარკის მანქანა შეეჯახა. შედეგად გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის მძღოლი. გარდაცვლილი 30 წლამდე ასაკის ნიკა გუჯეჯიანია.
ნიკა გუჯეჯიანს სარეკლამო სფეროში კარგად იცნობდნენ. ის "საქართველოს ბანკის" კრეატიული დირექტორი იყო. დაამთავრა ჰამბურგში Miami Ad School-ი, მუშაობდა გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ისეთ ცნობილ სარეკლამო კომპანიებში, როგორებიცაა - BBDO Berlin, Y&R Prague და JWT Metro.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.