loader

აღელვებული დავით ქაცარავას პირდაპირი რეპორტაჟი და სუს-ის საპირისპირო განცხადება ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებზე - რა ხდება საოკუპაციო ხაზზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აღელვებული დავით ქაცარავას პირდაპირი რეპორტაჟი და სუს-ის საპირისპირო განცხადება ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებზე - რა ხდება საოკუპაციო ხაზზე

სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა საოკუპაციო ხაზიდან პირდაპირი ჩართვისას აცხადებს, რომ ითხოვს მთავრობის წევრებისა და ძალოვანი უწყებების მობილიზებას ხურვალეთში. "ბევრი რომ არ ვილაპარაკო, რუსები შემოსულები არიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე", - ამბობს ქაცარავა.

მისგან განსხვავებულ პოზიციაზეა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. გავრცელებულ ინფორმაციაზე სუს-მა კომენტარი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას გააკეთა.

"ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.
საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს", - განაცხადეს სუს-ში.