loader

ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატმა ვასილ გოგიჩაიშვილმა მასწავლებელი ბავშვების თვალწინ თმით ითრია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატმა ვასილ გოგიჩაიშვილმა მასწავლებელი ბავშვების თვალწინ თმით ითრია

რეგიონალური დეპუტატის მონაწილეობით, ჩრდილოეთ ოსეთში სკანდალური ინციდენტი მოხდა. დაზარალებული მხარის მტკიცებით, პოლიტიკოსი ვასილი გოგიჩაიშვილი გაკვეთილის მიმდინარეობის დროს კაბინეტში შევარდა და დაწყებითი კლასების მასწავლებლის ცემა დაიწყო. შემდეგ მან მასწავლებელი თმით ათრია და ძალის გამოყენებით, დირექტორის კაბინეტში შეათრია. 

საინფორმაციო სააგენტო "360"-ის ცნობით, დეპუტატი მასწავლებელს იმის გამო გაუსწორდა, რომ მან მისი ძმისშვილი გაკვეთილების შემდეგ დატოვა და აღმზრდელობითი გაკვეთილი ჩაუტარა. 

მოგვიანებით, დეპუტატმა ვიდეო ჩაწერა, სადაც განაცხადა, რომ არავითარ ცემას ადგილი არ ჰქონია და მისი გაბრაზება ბავშვისთვის ქურდობის დაბრალებამ გამოიწვია.