loader

რა ხდებოდა რობერტ სტურუას სპექტაკლზე, რის გამოც რეჟისორი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდებოდა რობერტ სტურუას სპექტაკლზე, რის გამოც რეჟისორი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს

12 მარტს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის 100 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ ქარ­თველ და უცხო­ელ სტუმ­რებს რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლი "ბედი ქარ­თლი­სა" წა­რუდ­გი­ნეს.

წარ­მოდ­გე­ნას ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­კა­ნონ­მდებ­ლო და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, პრე­მი­ე­რი, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე, კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

რე­ჟი­სორ­მა სპექ­ტაკ­ლი სწო­რედ ამ მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის დად­გა, თუმ­ცა, ალ­ბათ, სტუ­რუ­ას არ­ცერთ სპექ­ტაკლს არ მოჰ­ყო­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იმ­დე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი შე­ფა­სე­ბა, რო­გორც "ბედი ქარ­თლი­სას"...

"რა სირ­ცხვი­ლია თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა "ბედი ქარ­თლი­სა"... სტუ­რუა იქით იყოს, ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ო­ბებს რო­გორ არ რცხვე­ნი­ათ?"… - და­წე­რა სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ჟურ­ნა­ლის­ტმა და კრი­ტი­კოს­მა გოგი გვა­ხა­რი­ამ.

"რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლი "ბედი ქარ­თლი­სა" იყო ბო­როტ­სა და კე­თილს მიღ­მა. უბ­რა­ლო სი­ტყვე­ბით, რო­გო­რი­ცაა ჩვენ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი "მა­რაზ­მი" ან არა­კო­რექ­ტუ­ლი კრე­ტი­ნიზ­მი ან იდი­ო­ტიზ­მი, ამ დად­გმას ვერ აღ­წერ - ის კე­თილ­სა და ბო­როტს მიღ­მა იყო (Jenseits von Gut und Böse) - ისევ ჩვენ­ში ასე­რი­გად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ფრიდ­რიხ ნიც­შე რომ მო­ვიხ­მოთ" - ასე შე­ა­ფა­სა სპექ­ტაკ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე ლაშა ბაქ­რა­ძემ.

კრი­ტი­კულ "ფე­ის­ბუქპოს­ტებს" არა­ნაკ­ლე­ბად მწვა­ვე კო­მენ­ტა­რე­ბიც მოჰ­ყვა: 

ნახეთ გამოხმაურებები