ჟურნალ "ბომონდის" ღონისძიება - "ქალი და მოგზაურობა" ყატარის ავიახაზებთან ერთად
გაზაფხულის დადგომასთან ერთად ჟურნალმა "ბომონდმა" მორიგი ღონისძიება მოაწყო. ამჯერად წვეულების თემა "ქალი და მოგზაურობა" იყო. გამოცემამ მოწვეულ სტუმრებს "ტიფლის ვერანდაზე" უმასპინძლა. წვეულების თემატიკიდან გამომდინარე, ღონისძიების მთავარი პარტნიორი ყატარის ავიახაზები გახლდათ.