რა ელით იმ მოქალაქეებს, ვისი საკუთრებებიც გენგეგმის ფარგლებში არასამშენებლო ტერიტორიებზე მოექცა
მოქალაქეები, რომელთა საკუთრებებიც, გენგეგმის ფარგლებში, არასამშენებლო ტერიტორიებზე მოექცა, კომპენსაციას მიიღებენ ან მოხდება ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა. ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ვატო შაქარაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტს კერძო მესაკუთრეების ინტერესების დასაკმაყოფილებლად კონკრეტული თანხის გადახდა მოუწევს.