ერთიანი ინფორმაცია რუსთავში, კორპუსის სახურავიდან გადმოვარდნილი გოგონას შესახებ
უბედური შემთხვევა მოხდა რუსთავში. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგონა მეგობრებთან ერთად რუსთავის ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე სავარაუდოდ, ფოტოების გადასაღებად ავიდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა და 13 წლის გოგონა გადმოვარდა.
მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.