რა ბედი ელით საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თავშესაფარს ევროკავშირის ქვეყნებში ეძებენ
ფუჭია საქართველოს მოსახლეობის ყველა ასეთი მცდელობა, მოითხოვოს თავშესაფარი ევროპის ქვეყნებში, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთსა და საფრანგეთში ქუჩაში მყოფი თავშესაფრის მაძიებელ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა.
დავით ზალკალიანს კონკრეტული რიცხვი არ დაუსახელებია, თუ რამდენმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი ევროპის ქვეყნებში, თუმცა, მისი თქმით, საქართველოს იმიჯი ევროკავშირში არის წარმოდგენილი, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და შესაბამისად, თავშესაფრის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს არ დაუკმაყოფილდებათ.