ირანში საჯაროდ ხელის თხოვნის გამო წყვილი დააკავეს
ირანის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ არაკში საჯაროდ ხელის თხოვნის გამო წყვილი დააკავეს. სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტი თვითმხილველმა მობილური ტელეფონით გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. მამაკაცმა ქალს ხელი სთხოვა, რის შემდეგაც ახლადდანიშნულები დააკავეს. ისლამური კანონების მიხედვით, მსგავსი ქმედებები სასტიკად აკრძალულია. პოლიციის განცხადებით, ამგვარი ქმედება ირანისათვის შეუფერებელია და დასავლური გარყვნილი კულტურის გავლენის შედეგია.