შესაძლოა, ბატონი ნუგზარი არ იყო ბაგრატიონი და იყოს სიხარულიძე - რას ამბობს დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი
ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და გვარს იბრალებს, - ამის შესახებ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატის თქმით, არსებული ინფორმაციით, საქართველოს საპატრიარქომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახზე დნმ-ის კვლევა ჩაატარა, რითაც დაადგინა, რომ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მამა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი ბაგრატიონი არ არის და სინამდვილეში სიხარულიძეა.