loader

რამდენი პროცენტით შეიძლება დაიბეგროს მეპატრონე, რომელიც საცხოვრებელ ფართს აქირავებს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენი პროცენტით შეიძლება დაიბეგროს მეპატრონე, რომელიც საცხოვრებელ ფართს აქირავებს?

საცხოვრებელი ფართის არასაცხოვრებელი მიზნით გაქირავებისას ფიზიკური პირი შესაძლოა, 20%-ის ნაცვლად 5%-იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგროს. ამის შესახებ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტშია აღნიშნული. მოქმედი რედაქციით, საცხოვრებელი სახლის ამავე დანიშნულებით გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 5%-ით, ხოლო სხვა, მაგალითად, საოფისე დანიშნულებით გაქირავების შემთხვევაში, 20%-ით იბეგრება. აღნიშნული კი პროექტის ავტორის შეფასებით, არათანაბარ ვითარებაში აყენებს იმ ადამიანებს, ვინც საცხოვრებელ სახლს აქირავებს საოფისე დანიშნულებით.

კანონპროექტის ინიციატორია ფრაქცია "ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის", ხოლო ავტორი პარლამენტის წევრი გიორგი წერეთელია.


წყარო: პალიტრანიუსი