ფოტოები "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი 20 და 21 წლის ბიჭების "ფეისბუქგვერდიდან"
გლდანში "საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულებს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
8 მარტს მომხდარ ყაჩაღურ თავდასხმაში ბრალდებულები არიან წარსულში ნასამართლევი 20 და 21 წლის ახალგაზრდები, რომელთაც ბრალი რამდენიმე მუხლით წარედგინათ.
შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, აღნიშნული პირები ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული 1998 წელს დაბადებული ნიკა ქარსალაძეა, რომელიც წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. ასევე წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი 1999 წელს დაბადებული კახა გამხუაშვილი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.