რამდენს გამოიმუშავებს ქართლის ქარის ელექტროსადგური
ქართლის ქარის ელექტროსადგურმა თებერვლის გენერაციის მაქსიმუმს მიაღწია. ქართლის ქარის ელექტროსადგურმა მიმდინარე წლის თებერვალში, ბოლო 2 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაქსიმალურ გამომუშავებას - 7 მილიონ 371 ათას 280 კილოვატ საათს მიაღწია. საშუალოდ ყოველდღიურად სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია 263 ათას კილოვატ საათს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ქართლის ქარის ელექტროსადგური საქართველოში ალტერნატიული ენერგიების მიმართულებით პირველი პროექტია. სადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის 20 დეკემბერს ოფიციალურად შევიდა, ხოლო კვალიფიციურ საწარმოდ 2017 წლის 27 იანვარს დარეგისტრირდა.