მკვლელობის მცდელობა დელისთან - 23 წლის ბიჭს 6 ტყვია ესროლეს
ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, 23 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით 19-108-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ფეხის არეშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.