რა ქონებას ფლობს ბიძინა ივანიშვილი 6 მარტის მონაცემებით?
        
"ბლუმბერგის" მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონება, 6 მარტის მონაცემებით,  5 მილიარდ 200 მილიონ დოლარად იყო შეფასებული, მაშინ, როცა გასული წლის იმავე დღეს ის  5 მილიარდ 770 მილიონ  დოლარს შეადგენდა. ამ დროისთვის ივანიშვილი რეიტინგში 323-ე ადგილზეა.
    
