ქართველმა მოციგურავეების შესრულებული აჭარული მსოფლიო ჩემპიონატზე - წყვილის ულამაზესი შესრულება და აღფრთოვანებული დარბაზი
ქართველმა მოცეკვავე წყვილმა - მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ 10 მარტს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, 2019 წლის სპორტული სეზონი საჩვენებელი გამოსვლისთვის სპეციალურად მომზადებული ქართული ცეკვით დაასრულა.
ყინულზე ქართული ფოლკლორული კომპოზიციით, ფიგურული ციგურაობის ელემენტების ენით, ფორმისა და შინაარსის შეუცვლელად, ემოციურად შესრულებული საჩვენებელი ნომრით წყვილმა
შეძლო ქართული ტრადიციებისა და ეროვნული ღირებულებების განსაკუთრებული ხიბლის წარმოჩენა და იმ დროშის ღირსეულად დაცვა, რომლის ქვეშ ბევრი პერსპექტიული ქართველი მოციგურავე იასპარეზებს და კიდევ არაერთ გამარჯვებას მოუტანს ფიგურული ციგურაობის მოყვარულ ქართველ გულშემატკივრებს.