ვინ მიუტანა მამუკა ხაზარაძეს შს მინისტრის წერილი?
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შს მინისტრის გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილი მუქარის წერილი "თიბისი ბანკის" დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს ამავე ბანკის თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ მიუტანა.
ტელეკომპანიისვე ინფორმაციით, ბადრი ჯაფარიძე გიორგი გახარიას მეზობელია. მათივე ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრის კაბინეტში შედგა, მეორე ვერსიით კი, ბადრი ჯაფარიძეს გახარიამ წერილი ავტოფარეხში გადასცა.