სისხლიანი 9 მარტი - პირველი საპროტესტო გამოსვლა საბჭოეთში
1956 წლის მარტში საქართველოს ათასობით მცხოვრებმა მიმართა ქუჩებს ხრუშჩოვის "საიდუმლო სიტყვისა" და "დესტალინიზაციის" დასაწყისის გასაპროტესტებლად. აღნიშნული საპროტესტო აქცია საბჭოთა კავშირში გახლდათ პირველი მასშტაბური საჯარო პროტესტი თითქმის 30 წლის განმავლობაში. 9 მარტის ღამეს საბჭოთა არმიამ აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა.