loader

რამდენად კონტროლდება საქართველოში შემოსული კვერცხი და ქათამი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამდენად კონტროლდება საქართველოში შემოსული კვერცხი და ქათამი

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარე დარგში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე საუბრობს. ზურაბ უჩუმბეგაშვილის განმარტებით, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საზღვრის დაცვის მექანიზმების სისუსტიდან გამომდინარე, ქვეყანაში განუსაზღვრელი ხარისხისა და რაოდენობის მეფრინველეობის პროდუქტი შემოდის.

მეფრინველეობის დარგის პრეტენზიებს არ იზიარებენ შემოსავლების სამსახურში. უწყების ცნობით, სასაზღვრო ინსპექციის პუნქტებში სურსათი ექვემდებარება ვეტერინარულ კონტროლს, მათ შორის, ეჭვის საფუძველზე ნიმუშის აღებას ლაბორატორიული კვლევისათვის. ამასთან, 2015 წლიდან დღემდე, მეფრინველეობის პროდუქტების სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის დროს გამოვლენილია 60-მდე მიკრობიოლოგიური დაბინძურება, 25-მდე სხვადასხვა დარღვევა.