სახელმწიფო სტრუქტურებს სატელეფონო მომსახურება შესაძლოა, "ბილაინმა" გაუწიოს
სახელმწიფო სტრუქტურებს სატელეფონო მომსახურება შესაძლოა, "ბილაინმა" გაუწიოს. სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება უკვე დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი შპს (შე-პე-სე) "ვიონი საქართველო" (ბილაინი) მონაწილეობს. შესაბამისად, სატენდერო კომისიის მიერ "ბილაინის" სატენდერო წინადადების დადებითად შეფასების შემთხვევაში საბიუჯეტო ორგანიზაციებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას სწორედ "ვიონი საქართველო" გაუწევს.
შეგახსენებთ, რომ ტენდერი 1-ელ მარტს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 6 მარტს დასრულდა. ცნობისთვის, სატენდერო წინადადება 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.
შეგახსენებთ, რომ ტენდერი 1-ელ მარტს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 6 მარტს დასრულდა. ცნობისთვის, სატენდერო წინადადება 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.