loader

კოტე კუბლაშვილი - სასამართლოების მიმართ ნდობა გაიზარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოტე კუბლაშვილი - სასამართლოების მიმართ ნდობა გაიზარდა

საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული კვლევის მიხედვით, სასამართლოების მიმართ ნდობა გაიზარდა და 72% შეადგინა. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა განაცხადა.

პრესკონფერენციაზე კუბლაშვილმა 8 საქალაქო და რაიონულ სასამართლოში გამოკითხვის შედეგები წარმოადგინა. კუბლაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშიროსო სტანდარტებით უზენაესმა სასამართლომ 2 765 მოქალაქე გამოკითხა, საიდანაც 72% აცხადებს, რომ ენდობა სასამართლოს.
"აღნიშნული კვლევა განსაკუთრებული და გამორჩეული იყო იმითაც, რომ სასამართლოებში მისული მოქალაქეები ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის და სამოქალაქო სამართლის მიმართულებებით ცალ-ცალკე გამოიკითხნენ. კვლევის მიხედვით 72% ენდობა სასამართლოს, 14% კი - არ ენდობა", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით გამოკითხულ ადამიანებს, კუბლაშვილის განცხადებით, შედეგი საკმაოდ კარგია - 55%-მა განაცხადა, რომ ენდობიან სასამართლოს, ხოლო 17% ნაწილობრივ ენდობა სისხლის სამართლის სასამართლოს.
"ეს მეტყველებს იმ ტენდეციაზე, რომ 2005 წლიდან, მას შემდეგ, რაც რეფორმა დაიწყო, სასამართლოს მომართ მოქალაქეთა ნდობა მუდმივად იზრდება. ეს შედეგი კი, რეფორმების შედეგად მივიღეთ", - აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.

კუბლაშვილის განცხადებით, მოქალაქეების ეს მიდგომა ობიექტურია, თუმც,ა მისივე თქმით, ბევრია სამუშაო, იმავე სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, სადაც მოქალაქეთა ნდობა 55%-ია.
"ჩვენი სრუვილია, ნდობა უფრო მეტი იყოს. მომავალ წლებში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოქმედებასთან ერთად ეს ნდობა კიდევ უფრო მაღალი გახდება",-მიიჩნევს კოტე კუბლაშვილი.