loader

Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა

Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა თანამდებობა დატოვა. თუმცა, კომპანიაში არ აქვთ ინფორმაცია თუ სად გააგრძელებს ის საქმიანობას. რეესტრის მიხედვით, გივი დავითაშვილი Georgian Airways-ს დირექტორად 22 თებერვლიდან აღარ ფიგურირებს. სწორედ ამ დღიდან კომპანიის დირექტორის თანამდებობაზე რობერტ ოგანესიანი დაინიშნა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გივი დავითაშვილი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილედ ინიშნებოდა, თუმცა, თავად სააგენტოში ფაქტს არ ადასტურებდნენ და ამბობდნენ, რომ მოადგილის შერჩევა კონკურსით მიმდინარეობდა.