როგორი იქნება განახლებული კიკვიძის პარკი
მერია კიკვიძის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს. ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 14 მარტს დაიწყება და 19 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 4 მილიონ 798 ათას 438 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 225 კალენდარული დღე, ხოლო დენდროლოგიური ნაწილის მიწოდების ვადა - არაუგვიანეს 2019 წლის 30 ნოემბერია. რაც შეეხება სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადას, შესრულებული სამუშაოების, მათ შორის, დეკორატიული სანათის ნათურების საგარანტიო პერიოდად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წელია განსაზღვრული.