loader

"ეს ცოლია, მოდი აქ" - სასულიერო პირს, რომელიც "მიცვალებულებს აცოცხლებს", სასამართლოში უჩივიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ცოლია, მოდი აქ" - სასულიერო პირს, რომელიც "მიცვალებულებს აცოცხლებს", სასამართლოში უჩივიან

სამხრეთაფრიკელ პასტორს, რომელიც თვითაღიარებული წინასწარმეტყველია, დამკრძალავი ბიუროები სასამართლოში უჩივიან.

პასტორი ალფ ლუკაო ირწმუნება, რომ მას მკვდრების გაცოცხლება შეუძლია და ამის სადემონსტრაციოდ რამდენიმე ცერემონიაც ჩაატარა. პასტორის ტყუილების საფუძველზე, დამკრძალავმა ბიუროებმა სწორედ ამ ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

"მკვდრების გაცოცხლების" ცერემონია ეკლესიის წინ გაიმართა. პასტორმა კუბოში მწოლიარე "მკვდარს" მოუწოდა, ამდგარიყო და ისიც ადგა.

ცხადია, ეს იყო ტყუილი და მას ზებუნებრივი ძალა არ აქვს.