ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები - ზვიად ჯაფარიძე მეზობლების რემონტის გამო ჩაცხრილეს
ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების მიზეზი ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტია. ინფორმაციას ამის შესახებ "რუსთავი 2" ავრცელებს, რომელიც თემას სიუჟეტს უძღვნის. არხის ინფორმააცით, ზვიად ჯაფარიძე მეზობლებს შორის სარემონტო სამუშაოებისას დაწყებული დაპირისპირების გამო ჩაცხრილეს, თუმცა, თავად ჯაფარიძე კონფლიქტის უშუალო მონაწილე არ ყოფილა.