loader

გახარია და სერგეენკო "თი-ბი-სის" წილების დათმობაზე მოლაპარაკების გამართვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გახარია და სერგეენკო "თი-ბი-სის" წილების დათმობაზე მოლაპარაკების გამართვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ

შს მინისტრის თქმით, მას მამუკა ხაზარაძესთან ბიძინა ივანიშვილის დავალებით არანაირი საუბარი არ ჰქონია, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ჰქონდა თუ არა მას საუბარი "თი-ბი-სი ბანკის" საქმეზე ხაზარაძესთან და სთხოვა თუ არა მას წილების დათმობა. ამასთან, გახარია აცხადებს, რომ "თი-ბი-სი ბანკის" მნიშვნელობა ეროვნულ ბანკს კარგად ესმის.
გახარიას მიერ მამუკა ხაზარაძესთან "თი-ბი-სი ბანკის" წილების დათმობაზე მოლაპარაკებების გამართვის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. კომენტარი აღნიშნულ საქმეზე დღეს მთავრობის კიდევ ერთმა წევრმა გააკეთა. დავით სერგეენკო იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება ყველაფერს ნათელს მოჰფენს.