"სისხლის ბანკი ცდილობს, უბედური შემთხვევა საკუთარი მარკეტინგისთვის გამოიყენოს, მოიზიდოს უფასო დონორები და პროდუქტი შემდგომ კომერციულად გაყიდოს" - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას გააკეთა. მინისტრის თქმით, გუშინ კლინიკებს რვა პაციენტმა მიმართა, მათგან ექვსმა - იაშვილის კლინიკას, რის შედეგადაც სისხლის მინიმალური რაოდენობა გაიხარჯა.