loader

მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა

მცხეთის ჯვრის მონასტერი გაიხსნა. როგორც მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, ის გუშინ ესაუბრა საპატრიარქოს წარმომადგენლებს ტელეფონით და მიიღო დაპირება, რომ დღეს გაიხსნებოდა მონასტერი.

მონასტერი 14 იანვარს ეკლესიის წინამძღვრის, კონსტანტინე ჯინჭარაულის გადაწყვეტილებით დაიკეტა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაციით, ეკლესიის წინამძღვრის ქმედება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯი იყო.

კერძოდ, საპატრიარქოს პოზიციით, გარემოვაჭრეების ქმედება მოუწესრიგებელი იყო და არღვევდა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგს.

საქართველოს საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას და, პირველ რიგში, კულტურის სამინისტროს, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, რათა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ცივილური სახე მიეცეს გარემოვაჭრეთა საქმიანობას", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.