როგორ გამორბის სიკვდილს გადარჩენილი ხალხი სასტუმროდან, სადაც 11 ადამიანი მოკლეს - დრამატული კადრები ნაირობიდან
ევაკუაცია კენიის დედაქალაქში მდებარე სასტუმროდან ამ დრომდე გრძელდება. უკვე რამდენიმე საათი გავიდა მას შემდეგ, რაც ისლამისტმა ექსტრემისტებმა სასტუმროზე შეტევა მიიტანეს და სულ მცირე, 11 ადამიანი იმსხვერპლეს.
გარდაცვლილთა შორის ერთი აშშ-ის მოქალაქეა.
ნაირობიში, სასტუმრო კომპლექსზე მომხდარი თავდასხმა ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტერაქტია ქვეყანაში.
სამართალდამცველების თქმით, სასტუმროდან კენიელები და უცხოელები ევაკუირებულები არიან, ადგილზე კი პოლიციაა მობილიზებული.
CNN-ის წყარო სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიიდან იუწყება, რომ მსხვერპლი, დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება.
თავდამსხმელებმა თავდაპირველად ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილების პარკინგზე აამოქმედეს, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა სასტუმროს ჰოლში თავი აიფეთქა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სომალიში მოქმედმა დაჯგუფება "ალ შაბააბმა" აიღო.