loader

საშინელი შემთხვევა მუხიანში - 23 წლის მამაკაცმა ქალი ელექტროშოკით გათიშა და ქუჩაში გააუპატიურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საშინელი შემთხვევა მუხიანში - 23 წლის მამაკაცმა ქალი ელექტროშოკით გათიშა და ქუჩაში გააუპატიურა

მუხიანში 23 წლის მამაკაცმა 34 წლის ქალი ელექტროშოკის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და გააუპატიურა. შემთხვევა 30 დეკემბრის ღამეს მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად დაზარალებულმა გაავრცელა: „საერთოდ წინააღმდეგი ვარ ემოციური პოსტების. მინდა გაფრთხილდეთ უმეტესად მდედრებს მივმართავ. რაც მე გადამხდა თავს მტერს არ ვუსურვებ.

30 დეკემბერს ღამის 9-დან 10-ის ნახევრის ინტერვალში გლდანში გობრონიძის ქუჩიდან მიმავალი საცალფეხო ბილიკზე რომელიც მუხიანის დასახლებას აკავშირებს ელექტროშოკის 4 დარტყმით პარალიზება მოახდინა ჩემზე და იძალადა. გადავრჩი, რადგან ელექტროშოკერი როგორც მოგეხსენებათ ხშირ შემთხვევაში გულს აჩერებს. საკუთარი თავი თქვენვე დაიცავით მინიმუმ ცრემლსადენი გაზი იქონიეთ ჯიბეში. გაფრთხილდით“- წერს ის "ფეისბუკზე" გავრცელებულ პოსტში.

პოლიციამ ბრალდებული მამაკაცი უკვე დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ძალადობის ფაქტზე, 1995 წელს დაბადებული რ.ა 31 დეკემბერს დააკავეს.

დანაშაული 6-იდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციის მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული მუხიანში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ა- მ 30 დეკემბერს მუხიანის დასახლებაში ელექტროშოკის გამოყენებით 1984 წელს დაბადებულ ქალს სხეულის დაზიანება მიაყენა, იძალადა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებით ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო შოკი და სხვა ნივთმტკიცებები ამოიღეს. ამჟამად ბრალდებულს სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.