ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას პლაგიატში ადანაშაულებს - რომელ კაბებზე ატყდა სკანდალი?
ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე დემნა გვასალიას პლაგიატში ადანაშაულებს. ცქვიტინიძე ამბობს, რომ კაბა, რომელიც დემნა გვასალიას 2019 წლის გაზაფხულის კოლექციაშია და რომლითაც მიშელ ობამა გამოჩნდა, მისი დიზაინით 2017 წელს შეიქმნა.
"ისადა, ვინც ჩემთან ვერ მოასწარით შეძენა ამ კაბის 2017, შეგიძლიათ ბალენსიაგაში შეიძინოთ, ამ ზაფხულს მე ყვითელის გაკეთებას არ ვგეგმავ" - წერს ცქვიტინიძე "ფეისბუქზე".
"ისადა, ვინც ჩემთან ვერ მოასწარით შეძენა ამ კაბის 2017, შეგიძლიათ ბალენსიაგაში შეიძინოთ, ამ ზაფხულს მე ყვითელის გაკეთებას არ ვგეგმავ" - წერს ცქვიტინიძე "ფეისბუქზე".