მიშელ ობამა დემნა გვასალიას ჩექმასა და ყვითელ კაბაში "გამობრწყინდა" და სოციალური ქსელების მომხმარებლებს კიდევ უფრო შეაყვარა თავი
კაბა "ბალენსიაგას" 2019 წლის გაზაფხული - ზაფხულის კოლექციიდან არის, მოდის სახლის კრეატიული დირექტორი კი ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალიაა.
ბრჭყვიალა ჩექმამ სოციალური ქსელების ყურადღება მიიპყრო, თუმცა "ტვიტერის" მომხმარებლების უმეტესობა ობამას ჩაცმულობას მხოლოდ დადებითად აფასებს.
აშშ-ს პირველი ლედის წიგნის გაყიდვების მაჩვენებელი ძალიან მაღალია, აშშ-სა და კანადაში პირველივე დღეს Becoming-ის 725,000 ასლი გაიყიდა და შემდეგი ორი კვირის განმავლობაში, გაყიდვების თვალსაზრისით, წლის წიგნი გახდა.
იყავი პირველი!