loader

რაში დახარჯა გიორგი მარგველაშვილმა სარეზერვო ფონდიდან ფული? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რაში დახარჯა გიორგი მარგველაშვილმა სარეზერვო ფონდიდან ფული?

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მესამე, საბოლოო გადამუშავებულ ვარიანტში გათვალისწინებული აღარ არის საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, რომელიც ბოლო წლებში 5 მილიონი ლარი იყო. საინტერესოა, თუ რაში დახარჯა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს ფონდში აკუმულირებული 5 მილიონი ლარი.

2017 წელს ფონდიდან 4 მილიონ 970 ათას 11 ლარი დაიხარჯა, ნაშთის სახით კი ადმინისტრაციას 29 ათას 988 ლარი დარჩა. რაც შეეხება დაფინანსებულ პრიორიტეტულ პროექტებს, 2017 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მეტი - მილიონ 172 ათას 530 ლარი რეგიონებში განათლების ხარისხისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაზე გამოიყო და სულ 41 პროექტი დაფინანსდა. მეორე ადგილზეა - სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულება. ამ მხრივ სულ 33 პროექტი დაფინანსდა და ჯამში, 762 ათას 365 ლარი დაიხარჯა. კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის მიმართულებაზე კი 19 პროექტი დაფინანსდა და ამისთვის 813 ათას 128 ლარი გამოიყო.