loader

რას პასუხობს ნანუკა ჟორჟოლიანი მათ, ვინც წუხელ ტელევიზორიდან მისი შეძახილების გამო შეწუხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას პასუხობს ნანუკა ჟორჟოლიანი მათ, ვინც წუხელ ტელევიზორიდან მისი შეძახილების გამო შეწუხდა

გუშინ "მხოლოდ ქართულის" პირველი "ლაივ-კონცერტი" გაიმართა. პირდაპირ ეთერს ნანუკა ჟორჟოლიანი და მაია ასათიანი უძღვებოდნენ. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ნანუკას გუშინდელი ხმამაღალი შეძახილები დაიწუნა. ტელეწამყვანი კრიტიკოსებს სოციალურ ქსელში  პასუხობს: "გილოცავთ "მხოლოდ ქართულის" დაწყებას. ამდენი ნიჭიერი ბავშვის აღმოჩენას. ქართული სიმღერების გაცოცხლებას. მართლა ეროვნული პროექტია, რომელიც დროს გაუძლებს.
პ.ს. დღეს ვუყურე ჩანაწერს და მაპატიეთ ჩემი ხავილი. გუშინ მარტო ფილარმონიისთვის მიმყავდა თურმე საღამო და დამვიწყებია, რომ საეთერო პროექტია. შემდეგ გადაცემებში აღარ ვიზამ ასე".