ქვეყანა, სადაც ყოველი მესამე მილიონერია, გადასახადები ძალიან დაბალია და საშემოსავლო გადასახადი არ არსებობს
როგორც გამოცემა Business Insider-ი წერს, ჯუჯა სახელმწიფო მონაკოს ყოველი მესამე მოქალაქე მილიონერია, ყოველი 56-ე მონაკოელის ქონება კი, სულ მცირე, 30 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ქალაქ-სახელმწიფოში გადასახადები ძალიან დაბალია, საშემოსავლო გადასახადი კი ქვეყანაში არ არსებობს. მონაკოში 2017 წელს სახლის ღირებულება საშუალოდ 5 მილიონ 200 ათასი დოლარი იყო.
ყოველ წელს მონაკოს იახტ-შოუს სანახავად ქვეყანაში მილიონერები და ცნობილი ადამიანები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან, მონტე-კარლოს დასახლება კი მდიდარი აზარტული თამაშების მოყვარულებისთვის უალტერნატივო ადგილია.