ხმაური მარნეულში: ერთი მოქალაქის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟს საარჩევნო უბანზე დაძაბულობა მოჰყვა
მარნეულის #49 უბანზე სავარაუდო გაყალბების რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის, ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ხმის განმეორებით მიცემის ფაქტი, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებაშია ნათქვამი.
საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, #49 უბანზე ხმა მისცა ამომრჩეველმა - სანან ბადალოვმა, რომელიც ამ უბნის ამომრჩეველი არ არის.
"საიას დამკვირვებლების მიერ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების შედეგად ირკვევა, რომ ამომრჩეველი სახელითა და გვარით სანან ბადალოვი რეგისტრირებულია მარნეულის 48-ე უბანზე. მოგვიანებით, აღნიშნულმა პირმა განმეორებით სცადა 49-ე უბანზე ხმის მიცემა, თუმცა, საიას დამკვირვებლის დაინტერესების შემდგომ მან უბანი დატოვა.
გარდა აღნიშნული ფაქტისა, საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც აღნიშნულ უბანზე ორჯერ მისცა ხმა, პირველად - 11:32 საათზე, ხოლო მეორედ - 14:08 საათზე. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, პირადობის მოწმობის მიხედვით, ამ ამომრჩევლის სახელი და გვარია რამინ ზიადაილევი. საიას დამკვირვებლის მიერ #49 საარჩევნო უბნის სიის გადამოწმების შედეგად, ამ სახელით და გვარით ამომრჩეველი ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში არ იძებნება. რამინ ზიადაილევის სახელით და გვარით ინფორმაცია არ იძებნება არც პირველი ტურის და არც მეორე ტურის ამომრჩევლის ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში, რომელიც საიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გამოითხოვა.