ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შესახებ, 40 წამში
საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით ზუსტად 8 საათზე გაიხსნა. 28 ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტობის 2 კანდიდატი მონაწილეობს. ესენია: №5 გრიგოლ ვაშაძე და №48 სალომე ზურაბიშვილი. არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, ასევე, 48 500-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს 2 300-მდე ჟურნალისტი გააშუქებს. ხმის მიცემა საქართველოში საღამოს 20:00 საათზე შეწყდება. საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნები კი დამატებით იმუშავებენ და ხმის მიცემის პროცედურა გაგრძელდება შესაბამისი ქვეყნის ადგილობრივი დროით არჩევნების დღის 24:00 საათამდე.