მამუკა ბახტაძის კომენტარი საარჩევნო უბანზე, ხმის მიცემის შემდეგ
დილის რვა საათზე საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. "დღეს მე გავაკეთე არჩევანი ჩვენი ევროპული არჩევანის სასარგებლოდ" - განაცხადა მამუკა ბახტაძემ დიდუბის ოლქის #44-ე საარჩევნო უბანზე. პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რომელიც უკეთესია საქართველოს განვითარებისთვის.