რას ამბობენ კლასელები და მასწავლებლები 7 წლის ქართველ "ფიზიკოსზე", რომელმაც რამდენიმე დღის წინ რუსულ შოუში სტუმრების ყველა შეკითხვას უპასუხა
ფიზიკა, ქიმია, ასტრონომია - ეს პირველკლასელი რომან კოპალიანის ძირითადი ჰობია. შვიდი წლის ასაკში რომან კოპალიანმა იცის ფიზიკის კანონები, მზის სისტემის სტრუქტურა. მოზარდის ნიჭით აღფრთოვანებულნი არიან ნათესავები, პედაგოგები და თანაკლასელები.