"ებრძვის სიკვდილს ყოველ წუთს... ღმერთს ვთხოვ, ყველაფერი კარგად დასრულდეს" - ზაალ უდუმაშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ქალაქ ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, ნოდარ ბურდილაძეს თავს დაესხა "ქართული ოცნების" ორი აქტივისტი და ცივი იარაღით მუცლის არეში სამი ჭრილობა მიაყენა. ამ თემაზე ზაალ უდუმაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში, დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში" ისაუბრა.