loader

როგორი ამინდი იქნება გიორგობის დღესასწაულზე საქართველოში - გაიგეთ უახლოესი დღეების პროგნოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორი ამინდი იქნება გიორგობის დღესასწაულზე საქართველოში - გაიგეთ უახლოესი დღეების პროგნოზი

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 23 ნოემბერს დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, 24 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, ხოლო ტემპერატურა +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს.

25-26 ნოემბერს მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.