loader

"ხელისუფლება ბეჭდავს ყალბ პირადობებს არჩევნების მეორე ტურისთვის" - არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელისუფლება ბეჭდავს ყალბ პირადობებს არჩევნების მეორე ტურისთვის" - არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება. საია-ს აღმასრულებელი დირექტორის, ირმა პავლიაშვილის განცხადებით, ორგანიზაციას დაუკავშირდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს პირადობის მოწმობების დაბეჭდვა მეორე ტურისთვის.

საია-ს ინფორმაციით, ყალბი პირადობები განკუთვნილია იმისთვის, რომ მოხდეს მისი სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოყენება. მისივე თქმით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლებრივი დანაშაულების ნიშნებს. საუბარია როგორც არჩევნების გაყალბებაზე, ასევე დოკუმენტაციის გაყალბებაზე, რაზედაც პროკურატურამ რეაგირება უნდა მოახდინოს.