იძულებული ვხდები, "ნაციონალურ მოძრაობას" დავუჭირო მხარი - მალხაზ მაჩალიკაშვილი
პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი საქართველოში მცხოვრებ ქისტებს მიმართავს. "ჩემო ქისტებო და ქართველებო, ახლა მე არ დამიტოვეს არჩევანის გაკეთების საშუალება ამ პარტიებმა. იძულებული ვხდები, "ნაცმოძრაობას" დავუჭირო მხარი. უმორჩილესად გთხოვთ, დამიჭიროთ მხარი, რომ ამ ქოცთა ხროვამ არ იბოგინოს ქვეყანაზე. თუ არ დამიჭერთ მხარს, ამ ქოცებს მაინც ნუ მისცემთ ხმას..." - წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.