loader

უსიამოვნო ცნობა "ვივუსის" მსესხებლებისთვის - ფინანსთა მინისტრი კომპანიასთან წარუმატებელ მოლაპარაკებაზე საუბრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უსიამოვნო ცნობა "ვივუსის" მსესხებლებისთვის - ფინანსთა მინისტრი კომპანიასთან წარუმატებელ მოლაპარაკებაზე საუბრობს

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინსესხების კომპანია "ვივუსის" კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, თავად "ვივუსმა" თქვა უარი ამ პროგრამაში მონაწილეობაზე.

"ეს იყო "ვივუსი", რომელმაც ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო უარი განაცხადა ამ პროგრამაში მონაწილეობაზე. მათ კლიენტებს არ შეეხებათ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ასევე, მინისტრი აცხადებს, რომ "თუ ვინმე სამომავლოდ მოხვდება ე.წ. შავ სიაში, არ ნიშნავს, რომ ვინმე მის ნაცვლად გადაიხდის. ეს უნდა იცოდეს როგორც ჩვენმა მოსახლეობამ, ისე საბანკო სფერომ და ფინანსურმა ინსტიტუტებმა".

მისი თქმით, სესხის აღების პროცედურები შეიცვალა, რაც ნიშნავს იმას, რომ არსებული დოზით ჭარბვალიანობის პრობლემა ქვეყანაში აღარ დადგება. მისივე თქმით, საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებული ინიციატივა არ ნიშნავს, რომ მომავალში სესხის გადახდა არ მოხდეს და ამას არავინ წაახალისებას.


ასევე დაგაინტერესებთ: ორი კრიტერიუმი, რომელსაც ე.წ. შავ სიაში მყოფი პირი უნდა აკმაყოფილებდეს, რათა სესხი გაუნულდეს - ფინანსთა მინისტრის განმარტება

"რა ცხოვრებაა, ხალხს შავ სიაში ყოფნა სანატრელი რომ გაუხდა" - როგორ შეხვდა საზოგადოება პრემიერის ახალ ინიციატივას

გაიგეთ, ხართ თუ არა იმ მოქალაქეთა შორის, ვისაც ბანკის ვალი გაუნულდება - მოკლედ და გასაგებად მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ

"დღეს მინდა გაგაცნოთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც მძიმე ტვირთს მოუხსნის ასობით ათას ოჯახს" - მამუკა ბახტაძე "ჭარბვალიანობაზე"